ალერგოლოგიისა და იმუნოლოგიის პოლიკლინიკა, თბილისი
ნაკვეთზე მდებარეობდა ბომბსაცავი, ამიტომ დაპროექტდა შენობა 30-მეტრიანი მალის პირველი სართულით და მოხდა ზედ 3 სართულის დაშენება.
პროექტი შესრულდა „კოვიდ-19“ პანდემიის პერიოდში, ამიტომ გათვალისწინებული იქნა შენობის ბუნებრივი განიავება და ინსოლაცია. ყველა ექიმის სამუშაო კაბინეტი კარგი ინსოლაციისთვის ორიენტირებულია აღმოსავლეთზე და სამხრეთზე, ხოლო შენობის შუაში განთავსებული ეზოს მეშვეობით ყოველ სივრცეში მიღებულია ბუნებრივი ვენტილაცია.









