სასტუმრო „სავანეთი“, იყალთო
კომპლექსი დაიწყო ტრადიციული გლეხის სახლის რეკონსტრუქციით, რომელსაც გაუკეთდა დაშენება და პირველ-მეორე სართულებზე დიდი აივნების შემინვა; მიღებულია 8 ნომერი. ამ სახლზე მოხდა რესტორნის 50-კაციანი დარბაზისა და სამზარეულოს მიშენება. შემდეგ დაემატა საცურაო აუზი (18 × 6 მ) გასახდელებით — ნაწილობრივ შენობაში მოყოლილი გასახდელი ზამთარში გამოყენების საშუალებას იძლევა.
შემდეგ ეტაპზე აშენდა სასტუმროს ახალი შენობა 50 ნომერზე (3 სართული მანსარდით) და კოშკით; პირველი სართული რესეფშენი და დიდი რესტორანია. დამკვეთის მოთხოვნა იყო „ტრადიციული ქანთრი“. დამკვეთმა და მომხმარებელმა სრულიად მიიღო „ქანთრის“ შეგრძნება, თუმცა ტრადიციული მხოლოდ კედლებზე გამოყენებული აგურია.
































